დღეს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან

დღეს, თბილისში, ავლაბრის სასახლეში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან.

ირკვევა, რომ ღონისძიება წარმოადგენს ტრადიციულ შეხვედრას სამმხრივ ფორმატში.
„მიმდინარე წელს დაგეგმილ შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ სამმხრივი ფორმატის სამოქმედო გეგმას 2020-2022 წლებისათვის, რის ფარგლებშიც გათვალისწინებულია სამი ქვეყნის სექტორული უწყებების კონკრეტული ქმედებები“, – აცხადებენ სამინისტროში.