საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილის, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაპატიმრებულ 4 პირს პატიმრობა მიესაჯა. ხოლო 1 პირი, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით იყო დაკავებული, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო.