ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა სტაბილურია

ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა, ბესარიონ გოგიტაძემ, განაცხადა, რომ ცოტნე გამსახურდია რეანიმაციაში რჩება.

მან ასევე დასძინა, რომ წინასწარ დასკვნებზე საუბარი ადრეა, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია.

“პროგნოზზე საუბარი წინასწარ რთულია. მდგომარეობა სტაბილურია. ჰემოდინამიკა დასტაბილურებულია. პაციენტი რჩება მართვით სუნთქვაზე, სამკურნალო დაცვითი ნარკოზის ქვეშ. მდგომარეობა არ შეცვლილა, სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებშია. რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. იმიტომ, რომ მისი პრობლემატიკიდან გამომდინარე სჭირდება რეანიმაციულ განყოფილებაში დარჩენა. მიღწეულია სტაბილურობა, მაგრამ მძიმეა მდგომარეობა იმ ტრავმებიდან გამომდინარე, რომელიც მას აქვს”, – აცხადებს ექიმი.