ქრთამის აღების ფაქტზე ქვემო ქართლის განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი სპეციალისტი ლ.ლ. დააკავეს. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

მან აზერბაიჯანის მოქალაქეს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე, ელექტროშოკის აპარატით უკანონო თევზჭერის მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 1 000 მოთხოვა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.