რეჯეფ ტაიფ ერდოღანი – „სომხეთს გენოციდის არანაირი მტკიცებულება არ აქვს“

რეჯეფ ტაიფ ერდოღანი აცხაედბს, რომ „სომხეთს გენოციდის არანაირი მტკიცებულება არ აქვს“.

„ანკარა გამუდმებით მოუწოდებდა სომხეთს გაეხსნა არქივები, რომ მომხდარიყო 1915 წლის მოვლენების გამოძიება, თუმცა ისინი არქივებს არ ხსნიან“, – განაცხადა მან.
ასევე დასძინა, რომ ერევანი ასე იმიტომ იქცევა, რომ იცის „არანაირი გენოციდი არ მომხდარა“, ხოლო თურქეთს ამის დამამტკიცებელი „1.5 მილიონი საარქივო დოკუმენტი აქვს“.