7 თვის ბავშვი მერი გახდა

ამერიკაში, ტეხასის შტატში, ქალაქ უაიტჰოლში, აუქციონზე ყოველწლიურად იყიდება მერის ვაკანსია. აუქციონიდან მიღებული თანხა კი მთლიანად ქველმოქმედებას ხმარდება.

წელს, ქალაქის მერი 7 თვის უილიამ ჩარლზ მაკმილიანი გახდა. ინფორმაციას ამიშ შესახებ გამოცემა Indian Express-ი ავრცელებს. ჩარლზის ოჯახმა, წელს, აუქციონზე ყველაზე დიდი თანხა გადაიხადა.

მაკმილიანი ინაუგურაციაზე მშობლებთან ერთად მივიდა. მას შავი სმოკინგი ეცვა. ღონისძიება ქალაქის ცენტრში გაიმართა და უამრავი ადამიანი ესწრებოდა.

ინაუგურაციას ესწრებოდა მეზობელი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეც, ჯოშ ფულცი, რომელმაც აღნიშნა, რომ ღინისძიებაზე “ჰაერი სიყვარულით იყო სავსე”: ყველას უნდოდა პატარა მერს ჩახუტებოდა, მასთან ერთად გაესეირნა.

“ახლა, ჩვენს ქვეყანაში რთული დროა და მერი ჩარლზი შეძლებს, რომ ხალხს სიმშვიდე და სიკეთე დაუბრუნოს” – აღნიშნა ჯოშ ფულცმა.

მერი ჩარლზის დევიზი გახდა ფრაზა “დავუბრუნოთ ამერიკას სიკეთე”. მშობლების დახმარებით, მან დადო ფიცი, რომელშიც ხალხს აღუთქვა, რომ პატიოსნად შეასრულებს მერის მოვალეობებს.