ევროპის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი და „ევრონიუსის“ სპეციალური კორესპონდენტი ლუკა პარმიტანო კოსმოსური ქრონიკების უახლეს სერიას აქვეყნებს. დოკუმენტურ მასალებში ასახულია საერთაშორისო კოსმოსურ ხომალდზე მუშაობის ექვსთვიანი პერიოდი. მან, NASA-ს ასტრონავტ ენდრიუ მორგანთან ერთად, იმ რამდენიმე ექსპერიმენტზე ისაუბრა, რომლებზეც გუნდი აღნიშნულ პერიოდში მუშაობდა.
ენდრიუ მორგანი და მისი კოლეგა ასტრონავტი ჯესიკა მეირი სწავლობდნენ მიკროგრავიტაციისა და ბიოლოგიური საათის ურთიერთქმედებას. ამ ექსპერიმენტზე ჯესიკა მეირი Twitter-ის საკუთრ გვერდზეც წერს. მისი თქმით, კვლევისას აღმოჩნდა, რომ მიკროგრავიტაცია „ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს“.
We spent much of Thanksgiving week working in the Life Sciences Glovebox and studying the effects of microgravity on circadian rhythms (biological clocks). As genes that control these rhythms are linked to liver disease, this research has important implications for human health. pic.twitter.com/KZfNvkuBdf
— Jessica Meir (@Astro_Jessica) December 9, 2019