„სად არის მორისონი“, „სად ჯანდაბაში ხარ“ – მოსახლეობის მიმართვა ავსტრალიის პრემიერს

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი, სკოტ მორისონი, ავსტრალიის მოსახლეობას ბოდიშს უხდის, რადგან ქვეყნის გამანადგურებელი ხანძრის გამო ის შვებულებაშია.

სწორედ, ამ მიზეზით, მას საშინელი კრიტიკის გამოვლა მოუწია. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ჰეშთეგები, „სად არის მორისონი“, „სად ჯანდაბაში ხარ“ და ა.შ.

პრემიერის აპარატი არ ადასტურებს ინფორმაციას, თოთქოს ის ჰავაიზეა, თუმცა მის რეალურ ადგილსამყოფელსაც არ აცხადებენ.