„ფეისბუქმა“ საქართველოს ასობით „ფეიკ“ გვერდი დაბლოკა

„ფეისბუქმა“ ასობით გვერდი, ჯგუფი და ანგარიში წაშალა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან იყო დაკავშირებული.

მათ განაცხადეს, რომ ადამიანები „ფეიკ“ ფეისბუქებით ცდილობენ საკუთარი გვერდების პოპულარიზირებას.

„გვერდები წარმოდგენილი იყვნენ, როგორც ახალი ამბების სააგენტოები და თავს ასაღებდნენ პოლიტიკურ პარტიებად, საჯარო პირებად და მედია საშუალებებად. გვერდების ადმინასტრატორები და ანგარიშების მფლობელები, როგორც წესი, ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ საკითხებზე პოსტავდნენ, მაგალითად, როგორიცაა არჩევნები, სამთავრობო პოლიტიკა, მაღალჩინოსნები, ოპოზიციისა და ადგილობრივი აქტივისტური ჯგუფების კრიტიკა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენი გამოძიებით ეს აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია „პანდასა“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უკავშირდება,”- ნათქვამია „ფეისბუქის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ რეკლამებზე, „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ დახარჯულია დაახლოებით 316 000 დოლარი.