2019 წელს საქართველოს საქონლის ექსპორტი 11.7%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2019 წელს საქართველოს საქონლის ექსპორტი 11.7%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 2.3%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ რეექსპორტის გარეშე, წინა წელთან შედარებით 4.4%-ით არის გაზრდი ექსპორტი.

საერთო ჯამში, სასაქონლო სავაჭრო ბრუნვა 1.4%-ით გაიზარდა.
ცნობისთვის, წინა წელს სავაჭრო დეფიციტი 46.6%-ს შეადგენდა, ახლა კი 41.2%-ია.
საქსტატის ეს მონაცემები წინასწარია, დეტალური მონაცემები კი ძალიან მალე გახდება ცნობილი.