Veuve Clicquot-ს ქართველი გამარჯვებული ქეთი ქვარცხავა გახდა

Bold Woman Award by Veuve Clicquot-ს ჯილდოს 2019 წლის ქართველი გამარჯვებული BLC Law Office-ის პარტნიორი ქეთი ქვარცხავა გახდა
Veuve Clicquot-ს საქმიან ქალთა ჯილდო მსოფლიოს 27 ქვეყანაში უკვე 47 წელია გაიცემა. წელს, საქმიანი ქალებისათვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს – Veuve Clicquot Business Woman Award-ის მოსაპოვებლად ფინალში ოთხი ნომინანტი შეარჩიეს: თინა მამულაშვილი („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ დირექტორი), ნინო კობახიძე („გლობალ ბენეფიტ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი), ქეთი ქვარცხავა (BLC Law Office-ის პარტნიორი), ნონა თორდია („გემუანის“ დამფუძნებელი).

„Veuve Clicquot Business Woman Award-ი ყოველწლიურად გადაეცემათ გამორჩეულად წარმატებულ საქმიან ქალებს, რომლებიც არიან თავიანთი კომპანიის წამყვანი ძალა, იღებენ თამამ გადაწყვეტილებებს, აქვთ სამეწარმეო სულისკვეთება და მონაწილეობენ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში.

Bold by Veuve Clicquot-ს ჯილდოს 2019 წლის ქართველი გამარჯვებული BLC Law Office-ის პარტნიორი ქეთი ქვარცხავა გახდა, გამარჯვებულს გადაეცა სამახსოვრო თასი ინდივიდუალური გრავირებით , ის წლის განმავლობაში ბრენდის ელჩის როლს შეითავსებს; გარდა ამისა, ეწვევა Veuve Clicquot-ს შამპანურის სახლს და საქმიან ქალთა ჯილდოს მფლობელების ფორუმს საფრანგეთის ქალაქ რეიმსში. Veuve Clicquot-ს ვენახში კი ვაზის ერთ ძირს მისი სახელი დაერქმევა.

„ ეს ჯილდო, რა თქმა უნდა, მოტივაციასაც ზრდის, მეტი გააკეთო, მეტი ძალისხმევა მიმართო, მნიშვნელოვანი როლი შეასრულო როგორც ბიზნესში, ისე ზოგადად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ძალიან ბევრია ჩვენს ქვეყანაში გასაკეთებელი, გაჩერების და უმოქმედობის უფლება არავის აქვს და ყველა უნდა შეეცადოს, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთოს. რა თქმა უნდა, საკუთარი მიზნების და პრიორიტეტების მიხედვით“, – ამბობს ქეთი ქვარცხავა.

Bold Future Award კი ახალგაზრდა მეწარმის ნომინაციაში გამარჯვებულ ნინო კვერნაძეს გადაეცა, რომელიც „აჭარა ჯგუფში“ შემავალი კომპანია „უდაბნოს“ დირექტორია.
„Veuve Clicquot საქმიანი ქალის ჯილდო“ 1972 წელს, შამპანურის სახლის დაარსებიდან 200 წლის იუბილეზე, შამპანურის La Grande Dame-ად წოდებული მადამ კლიკოს პატივსაცემად დაწესდა. 47 წლის განმავლობაში ჯილდოს მფლობელი მსოფლიოს 27 ქვეყანაში 350 ლიდერი ქალი გახდა, რომლებიც მადამ კლიკოს სულისკვეთებას, სამეწარმეო ტალანტს, ხასიათის სიმტკიცესა და ინოვაციურ ხედვას იზიარებენ, გამოირჩევიან თამამი გადაწყვეტილებებით, აქვთ უნარი, განაახლონ ინდუსტრიის დაწერილი თუ დაუწერელი კანონები, შეინარჩუნონ და განავითარონ ტრადიციები, დაანგრიონ სტერეოტიპები და შეცვალონ სამყარო“.

საზოგადოების ევოლუციის კვალდაკვალ წარმატებული ქალის მოდელი ბიზნესის სამყაროს საზღვრებს სცდება“. ამიტომ, კომპანიის გადაწყვეტილებით, 2019 წლიდან ტრადიციული ჯილდო ახალი სახელწოდებით Bold by Veuve Clicquot გაიცემა და იმავე სახელწოდების სამოქმედო პროგრამის ნაწილი ხდება, რომელიც მთელი წლის მანძილზე მეწარმე ქალების მხარდასაჭერად მრავალფეროვან ღონისძიებებს მოიცავს.

Bold Woman Award-ი თამამი იდეებისა და სტერეოტიპების ნგრევისათვის კვლავაც გამოავლენს ქალებს, რომელთა სახელი გამბედაობის სიმბოლოდ იქცევა. Bold Woman Award-ის გამარჯვებულები საკუთარი ენერგიითა და გამოცდილებით ბიზნესის სამყაროში ნიჭიერი ქალების არსებობასა და გაძლიერებას უწყობენ ხელს, თავიანთი მაგალითით საკუთარი შესაძლებლობების რწმენას მატებენ ქალებს, რომლებიც რთულ სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობენ.