დღეს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
გთავაზობთ უბნების სიას:

კრწანისის რაიონი
10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თაბორის მთის და გრიშაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფე სოლომონ II, გორგასლის და კრწანისის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თვალჭრელიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებენ თელასში.