თუ შტატები ანკარას სანქციებს დაუწესებს, ანკარა ამას უპასუხოდ არ დატოვებს – ერდოღანი

რეჯეფ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ თუ შტატები ანკარას სანქციებს დაუწესებს, ანკარა ამას უპასუხოდ არ დატოვებს.

„რა თქმა უნდა, მათი სანქციების წინააღმდეგ იქნება ჩვენი კონტრსანქციები. ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომელსაც ხელ-ფეხს შეუკრავ. მე მუდმივად ვამბობ: ჩვენ არ ვართ ტომების სახელმწიფო”, – აცხადებს ერდოღანი.

„დაე მიიღონ ზომები S-400-ების F-35-ის წინააღმდეგ-ეს საკითხები დახურულია. ჩვენ დავხურეთ. ახლა არც რცხვენიათ და ამბობენ, რომ სანქციებს დაუწესებენ „თურქეთის ნაკადს“. ეს ძალადობაა ჩვენს ხალხზე“,- თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, აშშ-ს სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა თავდაცვის ბიუჯეტს 738 მილიარდ აშშ დოლარის ოდენობით. ის ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების დაცვას ითვალისწინებს. ის თურქეთისთვის, (ისევე, როგორც სხვა ქვეყნებისთვის) სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.