„არასდროს მივცემ თავს უფლებას პასუხი გაგცეთ“ – ფილიპინების პრეზიდენტი ჰააგის სასამართლოს

როდრიგო დუტერტე, ფილიპინების პრეზიდენტი, სისხლის სასამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობას არ აპირებს.

„ვერ შემაშინებთ, რომ დამაპატიმრებთ. არასდროს მივცემ თავს უფლებას პასუხი გაგცეთ“,-განაცხადა დუტერტემ სიტყვით გამოსვლისას სამხედრო კადეტებთან და რეზერვისტებთან შეხვედრაზე.

„გინდ დამაპატიმრეთ, გინდ ჩამომახრჩვეთ. არასდროს, არასდროს, არასდროს ვუპასუხებ თქვენგან წამოსულ შეკითხვებს. ეს ყველაფერი ჩემთვის სისულელეა. მე პასუხისმგებელი მხოლოდ ფილიპინების წინაშე ვარ. ფილიპინები განმსჯის“,- აცხადებს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების მუხლით, ჰააგის სისხლის სასამართლომ შესაძლოა ფილიპინების პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს.