ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ პატიმრობა ოფიციალურად მიუსაჯა

ცხინვალის რაიონში ე.წ. სასამართლო პროცესზე ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას დავით ასათიანი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, წერს.

გაფრინდაშვილს წელიწადი და ცხრა თვით პატიმრობა შეეფარდა.

„ცხინვალის რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი დასაჯა თავისი პრინციპული და პატრიოტული პოზიციისათვის – წელიწადი და ცხრა თვე. ექიმის გათავისუფლებისათვის ბრძოლა გრძელდება“, – დაწერა ასათიანმა.