მზად ვართ უყოყმანოდ გავწიროთ სიცოცხლე რუსეთისთვის და ჩვენი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინისთვის – რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ის მზად არის სიცოცხლე გაწიროს ვლადიმერ პუტინისთვის. ეს განცხადება პუტინის სიტყვებს მოჰყვა, რომელიც კადიროვის „გმირობასა და თავგანწირვას“ ეხებოდა.

„თქვენი მაღალი რწმენის გასამართლებლად, მზად ვართ დღე და ღამე ვიშრომოთ, ვიბრძოლოთ და თუ საჭირო იქნა უყოყმანოდ გავწიროთ სიცოცხლე რუსეთისთვის და ჩვენი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინისთვის. გარწმუნებთ, არ არის რთული იმუშაო და იბრძოლო, როდესაც რუსეთს ჰყავს ასეთი პრეზიდენტი, ასეთი ეროვნული ლიდერი!“,- დაწერა კადიროვმა.