უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს

ვროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაროშ შევჩოვიჩმა თქვა, რომ რუსეთმა და უკრაინამ უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს.

„ამ ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, მოხარული ვარ განვაცხადო, რომ შეთანხმებას პრინციპში ყველა ძირითად ელემენტზე მივაღწიეთ. ეს არის ძალიან კარგი პოზიტიური ახალი ამბავი ევროპისთვის, რუსეთისთვის, უკრაინისთვის, გაზის ბაზრებისა და ყველა ქვეყნის მოქალაქეებისთვის,“ -აცხადებს შევჩოვიჩი.

ცნობისთვის, 10 წლიან ვადას რუსეთ-უკრაინას შორის, წლის ბოლოს გასდის დრო.
„მიუხედავად ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობისა, როგორიცაა ნორდ სტრიმი, ნორდ სტრიმ 2 და თურქსტრიმი, ჩვენ უკრაინის გავლით ტრანზიტს შევინარჩუნებთ,“- განაცხადა პუტინმა პრესკომფერენციაზე.