საავადმყოფოში, სადაც ცოტნე გამსახურდიაა მოთავსებული, სალომე ზურაბიშვილი მივიდა

საავადმყოფოში, სადაც პირველი პრეზიდენტის შვილია მოთავსებული, საქართელოს პირველი პირი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა.

ის გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნო.
შეგახსენებთ, დაჭრილი ახალგაზრდას ჯანმრთელობა მძიმეა.

“ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დღეს, რაიმე ტიპის ქირურგიული ჩარევა დაგეგმილი არ გვაქვს, თუმცა გამორიცხული არ არის, რაღაც პერიოდის შემდეგ განმეორებითი ჩარევა დაგვჭირდეს. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. მრავლობითი ჭრილობები აქვს, არა მხოლოდ გულ-მკერდის არეში, თავის არეშიც. ახლა მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება”, – აცხადებს ექიმი ნიკოლოზ კვაჭაძე.