“მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება” – არჩილ თალაკვაძე ოპოზიციონერებთან შეხვედრისას

დღევანდელ შეხვედრაზე მმართველმა პარტიამ ოპოზიციის წარმომადგენლებს ახალი საარჩევნო სისტემის წინადადებით მიმართა.

არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მათი ინიციატივაა შემდეგი საარჩევნო სისტემა შერეული ტიპით ჩატარდეს, რომელშიც 100 დეპუტატს პროპორციულად, 50-ს კი მაჟორიტარული წესით აირჩევენ.

„პოლიტიკურ სპექტრს ჩვენ ვთავაზობთ ინიციატივას, შევინარჩუნოთ მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა 2/3-მდე გავზარდოთ ამ სისტემაში პროპორციული წილი. ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში, პროპორციული წესით ავირჩევთ 100 დეპუტატს,ნაცვლად 77-ის, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება. შესაბამისად, იქნება 100 პროპორციული მანდატი მომავალ პარლამენტში და 50 მაჟორიტარული მანდატი, თუ ეს შეთანხმება შედგა“, – აცხადებს თალაკვაძე.