საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი იქნება

საქართველოში ახალი აშშ-ს ელჩი დამტკიცდა. სენატის გადაწყვეტილებით ის კელი დეგნანი აღმოჩნდა.

მისი კადიდატურა ტრამპმა 4 სექტემბერს წარადგინა.
კელი დეგნანი ამჟამად ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკურ მრჩევლად მუშაობს.

ცნობისთვის, მას აქვს ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში და ფლობს იტალიურ, ფრანგულ, თურქულ და ურდუს ენებს.