დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვა პრიორიტეტს წარმოადგენს

დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს იანვრიდან ხელფასზე ყოფელთვიურად 200-დან 800 ლარამდე დანამატი დაუწესდებათ. ამ ინფორმაციას თავდაცვის მინისტრი აცხადებს. ღარიბაშვილმა ასევე დასძინა, რომ დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვა ამჟამად პრიორიტეტს წარმოადგენს.

„მე მინდა, აღვნიშნო დაჭრილი და დაშავებული სამხედროების შესახებ, მათზე ზრუნვა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მოგეხსენებათ, ადამიანი, რომელიც ყველაზე ძვირფასს – თავის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს წირავს ჩვენს სამშობლოს, მათზე ზრუნვა არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ვალდებულება. ამ მიმართულებით ჩვენ გეტყვით, რომ ახალი, განახლებული, ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში იანვრიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმების და ზოგადად ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელფასზე 200-დან 800 ლარამდე ყოველთვიური დანამატი დაუწესდებათ“, – ირაკლი ღარიბაშვილი.