„ეფესბეს“ შენობასთან მოსკოვში სროლა იყო

მოსკოვში, „ეფესბეს“ შენობასთან სროლა იყო. მის შედეგად 1 უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი და თავდამსხმელი დაიღუპა.

ირკვევა, რომ სულ დაიჭრა 5 ადამიანი, რომლებიც ამჟამად საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

შემთხვევა მოსკოვის ცენტრალში დაახლოებით, 17:400 საათზე მოხდა. თავდამსხმელი „ეფესბეს“ შენობაში შეჭრას ცდილობდა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს. ჯერ კიდევ უცნობია თუ რა იყო თაცდასხმის მიზეზი.

საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა.