მმართველ პარტიას კონკრეტული წინადადებები აქვს საარჩევნო სიასთან დაკავშირებით

ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველ პარტიას კონკრეტული წინადადებები აქვს მომზადებული საარჩევნო სიასთან დაკავშირებით.

„მას შემდეგ, რაც ორი-სამი კონსულტაცია გაიმართა პოლიტიკურ ოპოზიციასთან და ვერ მოხდა შეთანხმება იმ შეთავაზებებზე, რაც მათ ჰქონდათ, დღეს ჩვენ მოვამზადეთ წინადადება, რომელიც არის დაბალანსებული და ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს მისაღები ყველა მხარისთვის, ვინც ამ პროცესშია ჩართული. ჩვენი აზრით, ეს მოდელი უზრუნველყოფს იმას, რომ რეგიოენების, დედაქალაქის წარმომადგენლობა, პროპორციული არჩევნების წილი შერეულ მოდელში იყოს დაბალანსებული“, – ამბობს თალაკვაძე.
მისივე განცხადებით, მოდელის წარდგენის შემდეგ გამოჩნდება ვის სურს რეალურად დემოკრატიული არჩევნები.

„რეალურად, ამ მოდელის წარდგენის შემდეგ დღეს გამოჩნდება, რომელი პოლიტიკური პარტია არის ორიენტირებული შეთანხმებაზე, ვის სურს რეალურად დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ვის აქვს სხვა ინტერესები, რომელიც შესაძლოა, საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით იყოს რამე ცვლილებებთან დაკავშირებული“, – დასძინა მან.

თავმჯდომარემ ასევე მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს.
„მადლობას ვუხდი საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ჩართული არიან ამ დიალოგში და ისინი ყველაფერს თავად დაინახავენ“, – აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე.
შეხვედრის შემდეგ საუბრის დეტალები ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდება.
„ეს არის ვერსია, სადაც პროპორციული და მაჟორიტარული წარმომადგენლობები არის დაბალანსებული და მიგვაჩნია, რომ მათთვის, ვისც რეალურად სურს შეთანხმება, ეს შესაძლოა, იყოს პროექტი, რასაც სჭირდება განხილვა და რაშიც რესურსი არის, რომ შევთანხმდეთ“, – არჩილ თალაკვაძე.

პოლიტიკურ ოპოზიციასთან და ვერ მოხდა შეთანხმება იმ შეთავაზებებზე, რაც მათ ჰქონდათ, დღეს ჩვენ მოვამზადეთ წინადადება, რომელიც არის დაბალანსებული და ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს მისაღები ყველა მხარისთვის, ვინც ამ პროცესშია ჩართული. ჩვენი აზრით, ეს მოდელი უზრუნველყოფს იმას, რომ რეგიოენების, დედაქალაქის წარმომადგენლობა, პროპორციული არჩევნების წილი შერეულ მოდელში იყოს დაბალანსებული“, – ამბობს თალაკვაძე.