სოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

7 საათიანი ოპერაციის დასრულების შემდეგ ცოტნე გამსახურდიას ნეიროქირურგმა არჩილ ჯვარშეიშვილმა განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა ისევ რთულია. შესაძლოა გამსახურდიას კიდევ დასჭირდეს ოპერაციის გაკეთება, როგორც თავზე, ასევე გულზეც.

“პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა: მრავლობითი ტრავმა გულმკერდის, მრავლობითი ტრავმა თავის ტვინის და თავის ქალის. ძალიან ბევრი ჰემატომა იყო თავის ქალის, როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ, დაზიანებული იყო ქალა ტვინის ძვლები, შუბლის წილში და თხემის წილში. 7 საათი მოვუნდით ოპერაციას, ჰემატომები ამოღებულია. ტვინის მდგომარეობა, ტვინის რელაქსაცია, ოპერაციის ბოლოს, გემატომის მოშორებიას შემდეგ, იყო დამაკმაყოფილებელი. პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციაში, ხელოვნურ სუნთქვაზე, სადაც რამდენიმე დღე დარჩება.

მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ჰემატომა ამოვიღეთ და თავის ტვინის მდგომარეობა ასე თუ ისე იყო დამაკმაყოფილებელი, მდგომარეობა მაინც რჩება მძიმე. რამდენიმე დღის განმავლობაში გამოიკვეთება პროგნოზი როგორი იქნება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საფრთხემ უკვე ჩაიარა. შესაძლოა, დასჭირდეს კიდევ ოპერაცია როგორც თავზე, ისე გულმკერდზე. ამას ყოველდღიური მონიტორინგი გვაჩვენებს. რამდენიმე დღე დღე ძილში გვეყოლება. ყოველდღიური მონიტორინგი იქნება კომპიუტერული ტომოგრაფიით და ყველაფრით, ყველა რესურსით, რაც კლინიკაში გვაქვს და ყველაფერი გვაქვს, რისი საჭიროებაც არის. დანარჩენი გამოჩნდება ყოველდღიური დაკვირვების რეჟიმში,”- აცხადებს ექიმი.

ამჟამად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.