თვითმხილველმა ცოტნე გამსახურდიას დაჭრის დეტალები მოყვა

შეგახსენებთ, გუშინ ღამე ცოტნე გამსახურდია დაჭრეს. ამ ფაქტს ერთ-ერთი კორპუსის მაცხოვრებელი შეესწრო. თვითმხილველის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“ჩხუბი იყო, ხმაური, მეტი არაფერი, მე არ შევსწრებივარ. გასროლის ხმა არ იყო, ჩხუბი იყო და ხმაური ძალიან დიდი. არ ვიცი, რამდენი ადამიანი იყო დაჭრის დროს. მე მგონი, ჯერ არავინ არ არის დაჭერილი. როცა ხმაურზე გარეთ გამოვედი, დავინახე, რომ დაჭრილი კისრის არეში იყო. სასწრაფო როცა მოვიდა, გონზე აღარ იყო, ჩვენს ხელში ჩაიკეცა. ერთი ჭრილობა აქვს და თავის არე აქვს გახეთქილი. თავდამსხმელები როგორც ვიცი , გაქცეულები არიან. არ ვიცი, როგორ გამოიყურებიან ისინი. როდესაც გამოვედით , ჩვენ აღმოვუჩინეთ პირველადი დახმარება, პირსახოცი დავამაგრეთ ჭრილობაზე. საუბედუროდ, ჭრილობა დანით ან ბასრი საგნით აქვს მიყენებული. ჩხუბები უბანში ხშირად ხდება, მაგრამ ცოტნეს კონფლიქტი არ გამიგია, არ ვიცი”,- თვითმხილვევი.