სებ-ი საბანკო რეგულაციებს ამარტივებს

სებ-ი 2020 წლისთვის, საბანკო რეგულაციების გამარტივებას გეგმავს. ცვლილებები, როგორც ირკვევა, მომავალი წლის მარტამდე დასრულდება. ეს საკითხი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მეხუთე მიმოხილვის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია.

სესხის მომსახურების კოეფიციენტები ყოველთვიური შემოსავლის მიხედვით ოთხ ჯგუფად არის დაყოფილი – 1000 ლარამდე, 1000-დან 2000 ლარამდე, 2000-დან 4000 ლარამდე და 4000 ლარზე მეტი. ცვლილების შემდეგ კი უნდა დარჩეს ორი კატეგორია. ცვლილება დადებითად აისახება მათზე, ვისი შემოსავალი 1000-დან 4000 ლარამდეა.