არავის მიეცემა სუიციდის პროპაგანდის შესაძლებლობა – თბილისის მერი

თბილისის მერმა, ჟურნალისტებთან თქვა, რომ სუიციდის პროპაგანდის შესაძლებლობას არავის მისცემს. კალაძის განცხადებით, ყველა წარწერა, რომელიც სუიციდის პროპაგანდას შეიცავს წაიშლება, რადგან ის საფრთხეს წარმოადგენს მოსახლეობისთვის.

„წარწერები წაიშლება და არავის მიეცემა სუიციდის პროპაგანდის შესაძლებლობა და უფლება. ეს არის ძალიან სახიფათო, ძალიან ცუდი და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს პროტესტი. პროტესტი გამოხატონ, არანაირი პრობლემა არ არის, არავინ ხელს არ შეუშლის მათ, მაგრამ ნუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რაც სახიფათოა ისევ და ისევ ახალგაზრდებისათვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის. დედაქალაქის მერია იმოქმედებს ისე, როგორც სჭირდება ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს“, – კახა კალაძე.