პუტინი მოკლულ ზელიმხან ჩანგოშვილს კვლავ ლანძღავს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ზელიმხან ჩანგოშვილი „სისხლიანი მკვლელი“ იყო.

„ის სისხლიანი მკვლელი იყო. მხოლოდ ერთი ოპერაციის დროს კავკასიაში მან 98 ადამიანი მოკლა. დაფიქრდით-98 ადამიანი… რაც შეეხება თანამშრომლობას, ის უნდა იყოს ორმხრივი. სირიის ციხეებში ამჟამად „ისლამური სახელმწიფოს“ ბევრი მებრძოლია. მათი უმეტესობა ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან არიან, მეორე ადგილზე კი რუსეთის მოქალაქეებია. ისინი მკვლელები, ტერორისტები არიან. წარმოიდგინეთ, ისინი ევროპის ქალაქებში სეირნობენ, მათ შორის ბერლინში. ასეთი ადამიანიც თავისუფლად სეირნობდა ერთ-ერთ ევროპულ დედაქალაქში“, – თქვა პუტინმა.