აეროპორტთან ავარიის შედეგად ადამიანი გარდაიცვალა

აეროპორტის გზაზე სატვირთო მანქანა და ყვითელი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად 1 მგზავრი დაიღუპა, დაშავდა კი რამდენიმე.

მომხდარჯე ამჟამად მიმდინარეობს გამოზიება – აცხადებენ შსს-ში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სასწრაფო დახმარების სამსახური აცხადებს, რომ 12 პირი, რომელიც დაშავდა, სხვადასხვა საავადმყოფოშია გადაყვანილი. მძღოლის მდგომარეობა კვლავ უმძიმესი რჩება.