დელის ნაწილში, უთარ პრადეშსა და კარნატაკას შტატებში, მოქალაქეობის შესახებ კანონის გაპროტესტება აიკრძალა

ინდოეთში პოლიციამ დედაქალაქ დელის ნაწილში, უთარ პრადეშსა და კარნატაკას შტატებში, მოქალაქეობის შესახებ კანონის გაპროტესტება აკრძალა.
ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ მოქალაქეებს, რომლებიც კონკრეტულ ადგილზებში აქციის ფარგლებში იმოქმედებენ, პოლიცია დააკავებს.

მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყანაში აქციები გრძელდება. ქვეყანაში, სადაც 200 მილიონი მუსულმანი ცხოვრობს, შიშობენ, რომ ახალი კანონმდებლობა „ჰინდუს ნაციონალისტი მთავრობის გეგმაა, რომელიც მუსლიმი მოსახლეობის მარგინალიზაციას ისახავს მიზნად“. ცნობისთვის, მასშტაბური აქციები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.