დღეს, მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულს აღნიშნავს

დღეს, საქართველოს ეკლესიის მფარველის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება.
წმინდანს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ და ისიც სწრაფად შეეწევა ხოლმე მათ.

წმინდა გიორგი, ცნობისთვის, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მფარველადაა მიჩნეული. წმიდანი დაუღალავად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, თავადაც მაგალითი იყო ქრისტიანული ცხოვრებისა და მოღვაწეობის.

სასწაულმოქმედების უნარი წმინდანს დაბადებიდანვე გამოუმჟღავნდა. ის 342 წელს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. წმინდანის წმინა ნაწილები იტალიაში, ქალაქ ბარში, მისივე სახელობის ეკლესიაშია დასვენებული.