ავსტრალიაში ხანძარმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია

ავსტალიაში ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცადება მეხანძრეებს საშუალებას მისცემ იმუშაონ იმუშაონ უფრო მასშტაბური ზომებით. მათ შორის არის იძულებითი ევაკუაცია, დაწესებულებების დახურვა და გზების გადაკეტვა.

სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ ქვეყანაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. ტემპერატურამ უკე 45 გრადუსს მიაღწია. ძლიერი დაკვამლიანების გამო რთული მდგომარეობაა სიდნეიში.

ხელისუფლების განცხადებით, ხანძრის 120 კერა დაფიქსირდა. შესაძლებელია სანაპიროზე, ტრადიციულად, ვეღარ შეხვდნენ ახალ წელს.
ცნობისთვის, ხანძარმა 680 სახლი გაანადგურა, ხოლო დაიღუპა 6 ადამიანი.