დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადეს

გუშინ, გვიან ღამე, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა. ამიერიდან პროცესი სენატში გადაინაცვლებს. სწორედ იქ უნდა გადაწყდეს სცნობენ თუ არა მას დამნაშავედ და დატოვებს თუ არა თანამდებობას.

პროცესი სენატში იანვარში უნდა გაიმართოს. სავარაუდოდ ტრამპი შეინარჩუნებს თანამდებობას, რადგან მის ბედს უკვე რესპუბლიკელები წყვეტენ.

“დარწმუნებულია, რომ სენატი აღადგენს რეგულარულ წესრიგს, სამართლიანობას და უფლებრივ გარანტიებს”. – აცხადებენ თეთრ სახლში.

ცნობისთვის, აშშ-ს რიგით 45-ე პრეზიდენტი, უკვე მესამეა, რომელსაც იმპიჩმენტი შეეხო.
მას ბრალს ორი მუხლით უყენებენ, ესენია: ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და კონგრესის ობსტრუქცია.