ბათუმელი პოლიციელი კვლავ მართვით სუნთქვაზეა

რესპუბლიკური საავადმყოფო აცხადებს, რომ ბათუმში დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობა საშუალო სიმძიმისაა. იმ ჯერ ისევ მართვით სუნთქვაზეა.

„პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, იგი მართვით სუნთქვაზე რჩება, რადგან ოპერაცია ახალი გაკეთებული აქვს. პაციენტს ოპერაცია კისრის არეში ჩაუტარდა”,- აცხადებენ საავადმყოფოში.

ცნობისთვის, გუშინ, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მოქალაქემ ცივი იარაღით დაჭრა. ეჭვმიტანილი ადგილზევე დააკავეს.