ერეკლე კუხიანიძე საკრებულოს დეპუტატის მანდატს არ ტოვებს

თბილისის საკრებულოს წევრამა, ერეკლე კუხიანიძემ, განაცხადა, რომ საკრებულოს დეპუტატის მანდატის დატოვებას არ აპირებს.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ის კვლავ ჩავიდეს საოკუპაციო ხაზთან, განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა „სიტუაცია განიმუხტოს“.
„არ ვაპირებ მანდატის დატოვებას. დიახ, საკრებულოში მუშაობას როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი ისე გავაგრძელებ. ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები, ეს მათი გადაწყვეტილებაა და მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მიაჩნიათ სწორად. ჩათვალეს, რომ ჩემი ქმედება აზიანებს გუნდს და მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაც მიიღეს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს სიტუაცია განიმუხტოს“,- განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა.
ცნობისთვის, უმრავლესობის გადაწყვეტით, კუხიანიძეს ფრაქცია დაატოვებინეს.