ოპოზიციონერები 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას პოლიტიკურ ელფერს აძლევენ

ოპოზიციურმა პარტიებმა მწუხარება გამოთქვეს 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო.
„უდიდეს მწუხარებასა და სევდას ვგრძნობთ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. შეუძლებელია ამ უმძიმეს წუთებში ნუგეშის სიტყვების გამოძებნა. პირველ რიგში გვსურს მივუსამძიმროთ ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ საშინელი ტრაგედიის გამო.
ამ ამბავმა მთელი საქართველო შეძრა.

ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა და არც ბოლო იქნება მანამ, სანამ ქვეყანაში სისტემურ ცვლილებებს არ განვახორციელებთ.
ლუკას ტრაგედიამ მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ ხვალისთვის დაგეგმილი პარლამენტის პიკეტირება გავაუქმოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ უარს ვამბობთ ჩვენ სამართლიან არაძალადობრივი პროტესტის სხვა ფორმებზე.

სისტემა სრულად წარმოგვიდგა მისი მანკიერი და ძალადობრივი ფორმით, აუცილებელია მისი დროული შეჩერება და შეცვლა“, – აღნიშნეს ოპოზიციურმა ნაძირლებმა განცხადებაში. უსინდისობაა 15 წლის ბავშვის სიკვდილზე ხელების მოთბობის მცდელობა ოპოზიციონერების მხრიდან. როგორც ასეთივე ახალგაზრდა დათუნა სარალიძის გარდაცვალების ფაქტი პოლიტიკურად აქციეს, ამ შემთხვევასაც იმავეს უპირებენ. უღმერთოებისა და უნამუსოებისთვის მიზანი ყველა საშუალებას ამართლებ.