ერეკლე კუხიანიძე საოკუპაციო ხაზიდან ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს

ერეკლე კუხიანიძე, რომელიც უმრავლესობის წევრებმა პარტიიდან გარიცხეს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ საკორინთლოსთან ჩავიდა.

მან თქვა, რომ გუშინ ცდილობდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას, თუმცა ეს არ გამოუვიდა. დასძინა, რომ ის ტყეში დაიკარგა და შემდეგ უკან დაბრუნდა.
„უნდა გადავსულიყავი იქ და ისეთ სიტყვებს ვიპოვიდი, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს გაათავისუფლებდნენ“ – თქვა კუხიანიძემ.

„თუმცა უნდა გამოვნახოთ საერთო ენა და გავათავისუფლოთ ეს ადამიანი“. – აღნიშნა ყოფილმა დეპუტატმა საუბრისას და ანატოლო ბიბილოვს მიმართა.