ქუთაისში, 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო, ნაძვის ხის საზეიმო ანთება გადაიდო

15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო ქუთაისში ნაძვის ხის საზეიმო ანთება გადაიდება.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობ მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. 15 წლის მოზარდის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ შეძრა ჩვენი საზოგადოება.

ჩვენ, ყველა ერთად ვართ პასუხისმგებელნი ამ ტრაგედიაზე”, – აცხადებს წუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდემდე გადაიდო ნაძვის ანთება.