“მწვანე სკოლი” კიდევ ერთმა მოსწავლემ თვითმკვლელობა სცადა

“მწვანე სკოლი” კიდევ ერთმა მოსწავლემ თვითდაზიანება სცადა. ამ ინფორმაციას ლონდა თოლორაია ადასტურებს.

ირკვევა, რომ მოზარდმა თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც პოლიცია მისგან ყოფილი თანაკლასელის ამოცნობას ითხოვდა.

თვით “მწვანე სკოლის” დირექტორი კი აცხადებს, რომ “რაც არ უნახავს, ვერ დაადასტურებს”.

“არაფერი არ გამიგია, არ ვიცი… ჭორების შესახებ ვერ ვისაუბრებ”, – აცხადებს სკოლის დირექტორი.