“იმას, რომ ვინმე ელოდებოდა ბავშვის გარდაცვალებას და ამის შემდეგ იქნა დაკავების გადაწყვეტილება მიღებული, ვერ დავეთანხმები.” – ლონდა თოლორაია

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორამ, განაცხადა, რომ მოსაზრებას, თითქოს ელოდებოდნენ ბავშვის გარდაცვალებას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეს გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის დაკავების გადაწყვეტილება, არ ეთანხმება.

“იმას, რომ ვინმე ელოდებოდა ბავშვის გარდაცვალებას და ამის შემდეგ იქნა დაკავების გადაწყვეტილება მიღებული, ვერ დავეთანხმები. ვმუშაობთ 24 -საათიან რეჟიმში. ამ ეტაპზე იყო ამ ერთი პირის დაკავების საფუძველი. დაკავებას თავისი მტკიცებულებითი სტანდარტი სჭირდება. აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, ნებისმიერი პირის დაკავებას, რომლის ქმედებაში გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, არავინ მოერიდება”,- აცხადებს ლონდა თოლორაია.
ცნობისთვის, 15 წლის მოზარდის საქმის გამომძიებელი დანაშაულს არ აღიანებს.