ზაქარია ქუცნაშვილს კომუნიკაციების კომისიის წევრობა უნდა

მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს, ზაქარია ქუცნაშვილს, კომუნიკაციების კომისიის წევრობა უნდა.
ამ თანამდებობაზე კონკურენციას მას კიდევ 4 პირი უწევს, ენენია: ნათია კუპრაშვილი, ბეგლარ ლოგუა, ნინო ქუბინიძე და ხათუნა მაისაშვილი.

ცნობისთვის, თანამდებობა, რომლისთვისაც ზაქარია ქუცნაშვილი იბრძვის, ერთ-ერთ მაღალანაზღაურებად სამსახურად ითვლება. კომისიის წევრებს ყოველწლიურად, საშუალოდ, 200 ათასი ლარი აქვთ შემოსავალი.