გერმანია კვალიფიციურ კარდებს მექსიკიდან, ვიეტნამიდან და ინდოეთიდან ელის

გერმანია კვალიფიციური კარდრების მოწვევას მექსიკიდან, ვიეტნამიდან და ინდოეთიდან აპირებს. ამის შესახებ “დოიჩე ვილე” წერს.

ამის მიზეზად ანგელა მერკელმა კვალიფიციური კადრების არ არსებობა დაასახელა.
”ჩვენ ვიცით, რომ მრავალი სექტორი და ბიზნესი ეძებს გამოცდილ მუშაკებს. ამიტომ ყველა ძალა უნდა ვიხმაროთ და უზრუნველვყოთ ბიზესი კვალიფიციური მუშახელით”, – აცხადებს მერკელი.

მანვე დასძინა, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან გერმანიაში 2.5 მლნ ადამიანზე მეტი ადამიანი მუშაობს, “მაგრამ ეს საკმარისი არ არის და ამიტომ ჩვენ უნდა მოვძიოთ გამოცდილი მუშახელი ევროკავშირის ფარგლებს გარეთაც”.
კანონი, რომელიც 2020 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება. დეფიციტი არის ისეთ სფეროებში, როგორიცაა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი, ინჟინერი, მზარეული, ექთანი, ხანდაზმულთა მომვლელი, ელექტროტექნიკოსი, მეტალურგი და ა.შ.