წელს, საქართველომ “გაზპრომისგან” 160 კუბური მეტრი გაზი მიიღო

საქართველო “გაზპრომისგან” წელს 160 მილიონ მუბურ მეტრამდე გაზი მიიღო, რაც მთლიანი მოხმარების, დაახლოებით, ხუთი პროცენტია. ეს ინფორმაცია ნათია თურნავამ გაასაჯაროვა.

„ჩვენი ძირითადი მომწოდებელი კვლავ აზერბაიჯანია. წინასწარი ინფორმაციით, წელს მთელი ჩვენი ბაზრის მოთხოვნა დაახლოებით 2.6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იქნება, 95 პროცენტი ეს არის აზერბაიჯანული გაზი, რომელიც მოგვეწოდება სატრანზიტო კვოტით ან აზერბაიჯანული კომპანია „სოკარის“ მიერ. რუსეთიდან წლის ბოლომდე შემოტანილი იქნება დაახლოებით 160 მილიონი კუბური მეტრი, რაც მთლიანი მოცულობის დაახლოებით ხუთი პროცენტია. არა მგონია, რომ მომავალ წელს ეს მოცულობა გაიზარდოს“, – აცხადებს მდგრადი განვითარების მინისტრი.