ერეკლე კუხიანიძე უმრავლესობას ტოვებს

საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე უმრავლესობის რიგებს ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია ბექა დავითულიანმა გნაცხადა. ირკვევა, რომ ეს გადაწყვეტილება უმრავლესობამ მიიღო.

“ჩვენ შევიკრიბეთ კანონით დადგენილი პროცედურით და გადავწყვიტეთ, რომ ერეკლე კუხიანიძეს დავატოვებინოთ უმრავლესობის რიგები. შესაბამისად, დავაყენებთ შუამდგომლობას საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ”, – ამბობს დავითულიანი.
აღსანიშნავია, რომ ერეკლე კუხიანიძე საკრებულოს დეპუტატის მანდატს ინარჩუნებს.