ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კონფლიქტისთვის ემზადება?

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტისთვის ემზადება, ამის ფიქრის საბაბს კი გვაძლეს ის, რომ ბალტიის ქვეყნებში ნატოს სამხედრო წვრთნა მიმდინარეობს. ამ ინფორმაციას რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი აცხადებს.

„ალიანსი ცდილობს, გაამყაროს თეზისი რუსეთის მხრიდან მომდინარე სამხედრო საფრთხესთან დაკავშირებით და რუსეთის ქმედებებს, რომლის მიზანიც უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, საფრთხედ განიხილავს. ქვეყნებზე (მათ შორის რუსეთზეც), რომლებიც დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას ცდილობენ, უპრეცედენტო პოლიტიკური, ეკონომიკური და ინფორმაციული ზეწოლა ხორციელდება. ჩვენ მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ,“, – აღნიშნა ვალერი გერასიმოვმა