რა საქმეს მოხსნა გრიფი„საიდუმლო“ რომის პაპმა

რომის პაპმა “პაპის საიდუმლოების” დაცვა პედოფილიის შემთხვევების დროს გააუქმა
რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ “პაპის საიდუმლოების” დაცვა არ იქნება სავალდებულო მაშინ, როცა საქმე შეეხება ბავშვების მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულს.

აქამდე, მსგავს დანაშაულზე გამოძიება მაქსიმალური კონსპირაციულობით მიმდინარეობდა, რათა არ მომხდარიყო ადამიანების პირადი ცხოვრებისა და რეპუტაციის შელახვა. თუმცა, ახალ დოკუმენტის თანახმად, რომელიც გუშინ მიიღეს, უქმდება აღნიშნული წესები იმ მსხვერპლთათვის, ვინც დანაშაულის შესახებ განაცხადებს.

“პაპის საიდუმლოების” შესახებ წესზე, ამა წლის თებერვალში კათოლიკური კონფერენციის მსვლელობისას იმსჯელეს. რის მიხედვითაც გამოითქვა აზრი, რომ ამ წესის აკრძალვა გარემოებებს მეტ გამჭირვალობას შესძენს და პოლიციას გამოძიების პროცესს გაუადვილებს.
პაპმა ასევე ცვლილებები შეიტანა ვატიკანში ბავშვთა პორნოგრაფიის აღქმასთან დაკავშირებით, მან მაქსიმალური ასაკი 14-დან 18 წლამდე გაზარდა.