წულუკიანის მკვახე პასუხი ამერიკელ სენატორებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კომენტარი ამერიკელი კონგრესმენების წერილზე გააკეთა. მისი თქმით მეგობრებმა და პარტნიორებმა პატივი უნდა სცენ პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

„სხვა მხრივ, ეს სახელმწიფო უბრალოდ, ვერ შედგება, თუ ყველას ტაშს დავუკრავთ, მოდი და გაგვაკრიტიკე-თქო. ევროპელებზე გაცილებით მარტივად ვსაუბრობ, რადგან 16 წლის ასაკიდან მათთან ვიყავი, მათი საშუალო სკოლა დავამთავრე, მათი უნივერსიტეტი და ვიცი, მათ რა აწუხებთ და რამდენად უნდათ საქართველოს განვითარება. რაც შეეხება განცხადებებს პროცესსა და კრიტერიუმებზე, როგორ უნდა გაუმჯობესდეს მომავალში, აბსოლუტურად ყველა ტიპის კრიტიკისთვის და რჩევისთვის ვართ მზად, რათა ის გრძელვადიანი ტიტანური გზა, რომელსაც თქვენთან ერთად, საზოგადოებასთან ერთად შევუდექით, რომ საქართველოში მართლმსაჯულება ერთხელ და სამუდამოდ იდეალური გახდეს, აქეთკენ ნაბიჯები კიდევ გადავდგათ“, – განაცხადა წულუკიანმა, პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“

თეა წულუკიანმა ასევე შეაფასა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი და აღნიშნა, რომ მათი შერჩევა უპრეცენდენტოდ გამჭირვალე იყო და ყველამ უნდა სცეს პატივი ამ გადაწყვეტილებას.