შსს განცხადებას ავრცელებს 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა სამინისტრო 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას აქეყნებს.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ 15 წლის არასრულწლოვნის ტრაგიკული გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას სახელმწიფო ინსპექტორის აპარატთან და დაინტერესებულია, ამ საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის მიმართ დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება,” – წერია განცხადებაში.

15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, წუხელ საავადმყოფოში გარდაიცვალა.