პრეზიდენტი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში პრეზიდენტი ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს და აღნიშნავს, რომ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რათა მსგავსი ტრაგედიები თავიდან ავიცილოთ.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, 15 წლის “ბავშვის გარდაცვალება კიდევ ერთი დიდი ტრაგედიაა საზოგადოებისთვის”.

15 წლის ბავშვის გარდაცვალება კიდევ ერთი დიდი ტრაგედიაა ჩვენ საზოგადოებისთვის. ვიზიარებ ოჯახის და ახლობლების მწუხარებას….

Gepostet von Salome Zourabichvili am Dienstag, 17. Dezember 2019