ოპოზიციონერები საკრებულოში ვითარებას კვლავ განზრახ ძაბავენ

თბილისის საკრებულოში სიტუაცია კვლავ დაიძაბა. ოპოზიციური წარმომადგენლებმა ელენე ხოშტარიამ და ხატია დეკანოიძემ გიორგი ტყემალაძის კაბინეტთან გადაინაცვლეს.
უსაქმურები აცხადებენ, რომ ტყემალაძესთან საუბარი სურთ, თუმცა სამართალდამცავები ამის საშუალებას არ აძლევენ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ბექა დავითულიანი, ეცადა ადამიანურად აეხსნა მათთვის, რომ ტყემალაძეს პირდაპირ ეთერში ჩართვა ჰქონდა, მისი დასრულების შემდეგ კი შეძლებდნენ მასთან გასაუბრებას. თუმცა, რა თქმა უნდა, ახსნა ამაო აღმოჩნდა.
შელაპარაკებისას ელენე ხოშტარიას განცხადებამ, რომ „საკრებულოდან გააგდონ ერეკლე კუხიანიძე“, ვითარება კვლავ დაძაბა, ამაზე დი ბექა დავითულიანმა უპასუხა, რომ „ოპოზიციის გადასაწყვეტი არ არის, ვის როდის გააგდებენ“.